მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პროდუქტებში ნიტრატების ჭარბი დოზა აღმოაჩინა

60dec2a3b60c8
ინგა მურუსიძე
02.07.21 11:54
1838
სურსათის ეროვნული სააგენტო ბოსტნეულსა და ბაღჩეულ კულტურებში ნიტრატების შემცველობას იკვლევს. როგორც bm.ge-ს სეს-დან აცნობეს, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მსხვილი და მცირე სარეალიზაციო ობიექტებიდან იმპორტირებული და ადგილობრივი პროდუქტის 100 ნიმუში აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლინდა 16 დარღვევა, ძირითადად ჭარხლის ნიმუშებში, რაზეც გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები - რეალიზაციის აკრძალვა, სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთა და გამოთხოვა.

"დარღვევები არ აღინიშნა უკვე გამოკვლეულ ბაღჩეულ კულტურებში - საზამთროსა და ნესვში. სააგენტო აგრძელებს სარეალიზაციო ბაზარზე განთავსებული ბოსტნეულისა და ბაღჩეული კულტურების კვლევას", - ნათქვამია სეს-ის კვლევაში.

როგორც სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე განმარტავს, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, სააგენტო სეზონურად ამოწმებს ნიტრატების შემცველობას სხვადასხვა ბოსტნეულში. გააქტიურებული კონტროლის, აგრეთვე ფერმერებისა და ბიზნესოპერატორების ინფორმირებულობის გაზრდის შედეგად, დარღვევები შემცირებულია, თუმცა აღინიშნება ცალკეული შეუსაბამობები და სააგენტო, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, შესაბამის ღონისძიებებს ატარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები