მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სურსათის სააგენტომ ხილის და ბოსტნეულის 258 ნიმუში შეამოწმა

5eedc34950bc4
თელარა გელანტია
20.06.20 12:04
949
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ სეზონურ ხილსა და ბოსტნეულს, რომელთა ნიმუშებს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან და აგრარული ბაზრებიდან იღებენ.

სეს-ის ინფორმაციით, დღეისათვის შემოწმებულია ხილისა და ბოსტნეულის 258 ნიმუში.

„ლაბორატორიული კვლევის შედეგად დარღვევა გამოვლინდა მხოლოდ 14 ნიმუშში, რასაც სააგენტოს მხრიდან მოჰყვა კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები, კერძოდ, სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა და რეალიზაციის აკრძალვა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელს ნიტრატების შემცველობაზე ხილისა და ბოსტნეულის 650 ნიმუშს აიღებს“, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები