მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სურსათისა და საკვების ფასების რეკორდულად გაიზარდა - FAO

63b81aae29106
გიორგი თოლორდავა
06.01.23 17:42
563
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) სურსათის ღირებულებასთან დაკავშირებით განახლებულ ანგარიშს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ 2022 წელს 2021-თან შედარებით საკვები პროდუქტების ფასები მსოფლიოს მასშტაბით საშუალოდ 14.3%-ით გაიზარდა.

FAO-ს ინდექსმა გასულ წელს 143.7-იან ნიშნულს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს 2020-თან შედარებით ინდექსი 28%-ით გაიზარდა, ანუ სურსათის გაძვირების ტენდენცია უკვე ორ წელზე მეტია გრძელდება.

ორგანიზაციის განმარტებით, მსოფლიოს მასშტაბით სურსათის გაძვირება პანდემიით, რუსეთ-უკრაინის ომითა და ენერგორესურსების გაძვირებითაა განპირობებული.

ზრდის ყველაზე მკვეთრი ტენდენცია მარცვლეულის კატეგორიაში ფიქსირდება, სადაც ფასები საშუალოდ 18%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები