მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სურვილი მაქვს მეტი სარგებელი მოვუტანო სებ-ს და ქვეყანას - მამუკა ჯიბუტი

მამუკა ჯუღელი

სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატი მამუკა ჯიბუტი განმარტავს, რომ ეროვნულ ბანკში მისი მიზანი სებ-სებ-ის მმართველობის გუნდის გაძლიერება და ამით ქვეყნისთვის მეტი სარგებლის მოტანაა.

"პირველი და უმთავრესი, რომ მე ვხედავ ჩემში შესაძლებლობას, რომ ჩემი შერჩევის პროცესის პოზიტიურად დასრულების შემთხვევაში და საბჭოში არჩევის შემთხვევაში, გავაძლიერო საბჭოს ფუნქციონირება, ეს არის უმთავრესი. ამის საფუძველი არის ის გზა, რომელიც მე მაქვს გავლილი და ის გამოცდილება რაც მე დამიგროვდა. აქ არის ის მოვალეობები საბჭოს წევრების, რომლებიც ზედამხედველობით შეიძლება შემოისაზღვროს და აქ არის ის თემები, რომლებშიც თითოეული მიმართულებით მაქვს ექსპერტული ცოდნა. ეს არის სურვილი მეტი სარგებელი მოვუტანო ორგანიზაციას და ორგანიზაციის საბჭოს წევრობით მეტი სარგებელი მოვუტანო ქვეყანას", - განაცხადა მამუკა ჯიბუტმა.

მამუკა ჯიბუტი ეროვნული ბანკის აუდიტის სამსახურს 2007 წლიდან ხელმძღვანელობს, ხოლო იქამდე ხელმძღვანელობდა სებ-ის სავალუტო და ფულად-საკრედიტო დეპარტამენტს, ასევე იკავებდა, მაკროეკონომიკურ გამოკვლევათა და მონეტარული პოლიტიკის დეპარტამენტის მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსის პოსტს.

ამჟამად ორბელიანთა სასახლეში ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატთა შესარჩევი კომისიის სხდომა მიმდინარეობს. საბჭო უმსენს რვა კანდიდატს, რომელიც 28 კანდიდატისგან შეარჩიეს, საბოლოოდ პრეზიდენტი 4 კანდიდატს შეარჩევს, რომელთაც დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.

ეროვნულ ბანკში ხანგრძლივი თანამშრომლობის გამო, სებ-ის საბჭოს კანდიდატების შესარჩევი კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, სებ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა მამუკა ჯიბუტის მოსმენისას საკუთარ თავს აცილება მისცა.

სებ-ის საბჭოს წევრთა შესარჩევ კომისიაში შედიან: თამარ სულუხია - თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის და ISET კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, (კომისიის თავმჯდომარე), არჩილ მესტვირიშვილი - სების საბჭოს ყოფილი წევრი, ნიკოლოზ ყაველაშვილი - ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, გიორგი ისაკაძე - მედიაკომპანია BMG-ის გენერალური პროდიუსერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები