სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კვებითი მომსახურების უზრუნველსაყოფად თავის საკუთრებაში არსებული სივრცის და სამზარეულოს აღჭურვილობის ფიზიკური ან კერძო სამართლის პირ(ებ)ისთვის 1 წლით გადაცემას აპირებს. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც განკარგულებაში წერია, სუს-მა უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით უნდა გადასცეს უძრავი ქონება, რომელიც თავისივე ტერიტორიაზე, ვაჟა-ფშაველას 72-ში მდებარეობს, ხოლო თხოვების უფლებით უნდა გადასცეს მოძრავი ქონება, რომლის ჩამონათვალშიცაა სამზარეულოს აღჭურვილობა.




























