მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუს-მა ბათუმში დააკავა აშშ-ის მოქალაქე, რომელიც აშშ-ში იძებნებოდა

სუს
20.08.24 11:32
688

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბათუმში აშშ-ის მოქალაქის დაკავების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას - უწყების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების საგამოძიებო უწყებებთან პარტნიორობის საფუძველზე მათ დააკავეს აშშ-ის მოქალაქე.

სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული პირი, არასრულწლოვანის მიმართ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, ამერიკის შეერთებული შტატების აიდაჰოს შტატის შესაბამისი სამსახურის მიერ იძებნება.

„ამერიკელი პარტნიორების მხრიდან საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მოთხოვნილი ღონისძიებების შედეგად, ამოღებულ იქნა დაკავებული პირის კუთვნილი ნივთები, მათ შორის, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, პორტატული კომპიუტერები და სხვადასხვა სახის სპეციალური დანიშნულების ელექტრო ტექნიკა.

დაკავებული პირის მიმართ განხორციელდება სამართლებრივი მოქმედებები აშშ-ში მისი შემდგომი ექსტრადირების და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების გადაცემის მიზნით,"- ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები