მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუს-მა ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ეგვიპტის და ერაყის 2 მოქალაქე დააკავა

სუს
15.03.24 13:52
460

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე ეგვიპტისა და ერაყის ორი მოქალაქე დააკავეს.

"გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოში დროებით მცხოვრებმა ეგვიპტისა და ერაყის მოქალაქეებმა 2024 წლის 14 მარტს უკანონოდ გაასაღეს ყალბი 9 600 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა ბრალდებულის სახით მათი დაკავება.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიებას უწყების ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს და მისი მიმდინარეობისას დამნაშავე პირთა წრე, შესაძლოა, გაფართოვდეს .

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები