მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სუსის მიერ ჯაშუშობისთვის დაკავებული პირი ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი გიორგი უძილაურია - მედია

გიორგი უძილაური

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჯაშუშობისთვის დაკავებული პირი ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი გიორგი უძილაურია - ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს.

bm.ge-ს უწყებაში უთხრეს, რომ უძილაური უწყებაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.

წლების განმავლობაში უძილაური "ქართუს" პრესსამსახურის ხელმძღვანელი იყო.

სუსმა ჯაშუშობის ბრალდებით მოქმედი მაღალჩინოსანი დააკავა

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით, სისტემურად აგროვებდა და გადასცემდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ და უსაფრთხოების პროცესებზე.

სუსს არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნის, თუმცა "კურიერი" წერს, რომ უძილაური ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა.

გამოძიება 314 მუხლით მიმდინარეობს, რაც 8-იდან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულს ჰქონდა კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან.
შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე, წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა, როგორც პირისპირ კონტაქტის, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისათვის გადაცემული ინფორმაცია მოიცავდა სხვადასხვა კატეგორიის საიდუმლო მონაცემებს, რომლებიც დაკავშირებული იყო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებთან, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებულ ვითარებასთან, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ ინფორმაციასა და ინფორმაციის გადაცემის დამკვეთებისათვის საინტერესო სხვა მონაცემებთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები