მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სვანეთმა მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სტუმარი დაკარგა - სასტუმრო მესტიაში

ზამთრის მესტია

მესტიაში მდებარე სასტუმრო „ფალიანის“ დამფუძნებელი გადაცემა „ქალების ნარატივში“ აღნიშნავს, რომ მესტიაში ტურისტული სეგმენტი შეცვლილია. როგორც ეკა გველესიანი განმარტავს, სვანეთი მუდმივად გამოირჩეოდა მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, მათ შორის მაღალ მხარჯველი ევროპელი სტუმრით, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია ეს ასე აღარ არის.

„სვანეთის ტურისტული სეგმენტი ყოველთვის გამოირჩეოდა იმით, რომ გვყავდა მაღალი პასუხისმგებლობის მქონე და მხარჯველი ტურისტი. სამწუხაროდ ბოლო რამდენიმე წელია სვანეთის ტურისტული სეგმენტი შეცვლილია და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სტუმარი დავკარგეთ. იმედი გვაქვს, რომ ეს გამოსწორდება და პასუხისმგებლობით აღსავსე დამსვენებელი დაგვიბრუნდება. სწორედ ასეთი სტუმრების ჩამოსვლა გვიხარია ყველაზე მეტად“ - აღნიშნავს ის.

„ფალიანის“ დამფუძნებელი გამოწვევებზეც საუბრობს და როგორც ამბობს, რეგიონის ბიზნესებისთვის ერთ-ერთი პრობლემა კადრების ნაკლებობაა. მისივე თქმით, „ფალიანმა“ აღნიშნული პრობლემა კადრების გადამზადებით გადაჭრა.

„რეგიონში არსებულ ბიზნესს, კადრების დეფიციტის პრობლემის გადასაჭრელად ორი გამოსავალი აქვს. პირველი - თბილისიდან წაიყვანოს მაღალი კვალიფიკაციის კადრი, თუმცა ეს დროებითი გამოსავალია, რადგან თბილისიდან ჩამოყვანილი თანამშრომელი აუცილებლად დაბრუნდება უკან. რაც შეეხება მეორე გზას - ის უფრო რთული და გრძელვადიანია, ის ადგილზე ადგილობრივის გადამზადებას გულისხმობს. უფრო კონკრეტულად, კადრს უნდა ასწავლო, დაატრენინგო და შემდეგ შეინარჩუნო. ჩვენ ეს მიმართულება ავირჩიეთ. „ფალიანში“ დასაქმებულთა უმეტესი წილი სწორედ ადგილობრივებზე მოდის. ესაა სიძლიერე, სხვა შემთხვევაში მაღალია გადინება“ - განმარტავს „ფალიანის“ დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები