13-14 იანვარს სვანეთში გემო ფესტი გაიმართება. ინფორმაციას ფესტივალის ორგანიზატორები ავრცელებენ.
„ყველაზე გემრიელი ფესტივალისთვის მზადება დაიწყო! გემო ფესტი ამჯერად სვანეთში მიემგზავრება. სვანეთი, თოვლი, ახალი წელი, სვანების ხელით მომზადებული უგემრიელესი კერძები - მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია.
მანამდე კი ვეძებთ იმ ადამიანებს, ვინც გემო ფესტის სტუმრებს მისი ჯადოსნური ინგრედიენტებითა და ნამდვილი სვანური გემოებით გააოცებს.
აუცილებელია იყოს ზემო სვანეთის მაცხოვრებელი და ამზადებდეს სვანურ კერძებს. განსაკუთრებით გვაინტერესებს სვანური სამზარეულოს ახლებური ვარიაციები, თუმცა ნაკლებად ცნობილ ტრადიციულ სვანურ კერძებზეც არ ვიტყვით უარს“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ორგანიზატორები ავრცელებენ.
ფესტივალში მონაწილეობისთვის უნდა დარეგისტრისრდეთ ბმულზე: https://bit.ly/Gemo2023