გუშინ სვანეთში ზვავის ჩამოწოლას ერთი ტურისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი, რომელიც ქუთაისის პროზექტურაშია გადმოსვენებული.
BM.GE მესტიის მუნიციპალიტეტის მერს, კაპიტონ ჟორჟოლიანს დაუკავშირდა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.
მისივე ინფორმაციით, 4 ტურისტი უშგულში ალპინისტის გარეშე სრიალებდნენ, საიდანაც ერთი ზვავს ემსხვერპლა, ხოლო დანარჩენები გადარჩნენ.
„უშგულში 4 ალპინისტი გიდის გარეშე სრიალებდა, საიდანაც ერთი ადამიანი ზვავს ემსხვერპლა და გარდაიცვალა. დანარჩენები, ზვავის გვერდით დარჩნენ და გადარჩნენ. დაზიანება მათ არ აღენიშნებათ“, - ამბობს მესტიის მერი.