ქართულმა პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების საერთაშორისო კომპანია Sweeft Digital-მა ქართული ციფრული მარკეტინგული სააგენტო ELLIOT-ი შეიძინა. ინფორმაცია BM.GE-ის კომპანიაში დაუდასტურეს. Sweeft Digital-ის ცნობით, ELLIOT-ის შესყიდვა კომპანიის ციფრული მარკეტინგის ბაზარზე გაფართოვებას ემსახურება. მათი განმარტებით, ეს წლის პირველი კორპორაციული ოპერაციაა, რომელიც საქართველოში Making Science-ის ქოლგის ქვეშ გაერთიანებულმა კომპანიამ Sweeft Digital-მა განახორციელა.
ამასთან, Sweeft Digital აგრძელებს გაფართოვებას ELLIOT-თან ერთად ციფრული ინდუსტრიის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ციფრული მარკეტინგი, კრეატივი, მონაცემთა კონფიგურაცია, კამპანიების ოპტიმიზაცია და სხვა. დღეიდან, კომპანია საერთაშორისო ბაზარს დამატებით ისეთ სერვისებს შესთავაზებს, როგორიცაა:
● Pay Per Click;
● SEO and SEM;
● Social Media Marketing;
● Creative Digital Production;
● Display/Video advertising;
● Analytics
“ELLIOT-ის შესყიდვის შედეგად, Sweeft Digital განაგრძობს მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალების გაერთიანებას, იმატებს 30 თანამშრომელს და ციფრულ სექტორში სამუშაო ძალაზე გაზრდილ მოთხოვნას პასუხობს", - განაცხადა Sweeft Digital-ის დამფუძნებელმა ვაკო თურნავამ.
ცნობისთვის, Sweeft Digital ქართული, საერთაშორისო პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კომპანიაა, რომელიც Making Science-ის ქოლგის ქვეშ ერთიანდება, საქართველოში 300-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს და 3 წლის განმავლობაში 1,200-მდე ქართველი დეველოპერის საერთაშორისო პროექტებზე დასაქმებას გეგმავს.
ამასთან, ესპანური საერთაშორისო კომპანია MAKING SCIENCE საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიაა და 10 ქვეყანაშია წარმოდგენილი. მისი ქოლგის ქვეშ ისეთი ქვეყნებიდან მუშაობენ, როგორებიცაა: ესპანეთი, საქართველო, პორტუგალია, მექსიკა, კოლუმბია, საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია და აშშ.




























