26.02.22 13:41
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის SWIFT-დან გათიშვას იტალიაც დაუჭერს მხარს. როგორც უკრაინის პრეზიდენტი "ტვიტერზე" წერს ამ საკითხზე იტალიის პრემიერს ტელეფონით ესაუბრა.
კვიპროსთან SWIFT-ის საკითხზე მიღწეულ შეთანხმებაზე იტყობინება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც. დმიტრო კულებას განცხადებით, კვიპროსი რუსეთის SWIFT-დან გათიშვის საკითხს არ დაბლოკავს.
მსოფლიოს ფინანსური გადარიცხვების ქსელიდან რუსეთის გათიშვის საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც აშშ-მა და ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთს უკრაინაში ინტერვენციის გამო სანქციები დაუწესეს. უკრაინა აქტიურად აყენებს ამ საკითხს და ითხოვს, რომ სანქციებში SWIFT-დან გარიცხვაც მოხვდეს. ორგანიზაციიდან რუსეთის გარიცხავს დიდმა ბრიტანეთმა ღიად დაუჭირა მხარი.
ასევე ნახეთ::