მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

SWIFT-ის გლობალურ ტრანზაქციებში ამერიკული დოლარის წილი გაიზარდა

დოლარი ბირჟა

გლობალურ საფინანსო ტრანზაქციებში ამერიკული დოლარის დომინაცია მყარდება. SWIFT-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ამერიკული ვალუტის წილმა გლობალურ ანგარიშსწორებაში პირველად გადააჭარბა 50%-იან ნიშნულს, რაც ახალი რეკორდია.

SWIFT-ის ტრანსაქციებში დოლარის წილის ზრდა რამდენიმე ფუნდამენტური ფაქტორით არის განპირობებული. პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკურმა მდგრადობამ და მაღალმა საპროცენტო განაკვეთებმა ინვესტორებისთვის დოლარი კვლავ ყველაზე მიმზიდველ და უსაფრთხო აქტივად აქცია. მეორე ფაქტორი კი სხვა ქვეყნებთან მიმართებით გეოპოლიტიკური რისკების ზრდას უკავშირდება, რაც დოლარზე მოთხოვნას ზრდის.

აღსანიშნავია, რომ დოლარის პოზიციების გამყარება ევროსა და სხვა კონკურენტი ვალუტების წილის შემცირების ხარჯზე ხდება, ანუ დოლარი მათი ბაზრის წილს ჭამს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი და BRICS-ის ქვეყნები აქტიურად ცდილობენ ორმხრივ ვაჭრობაში თავიანთი ვალუტების გამოყენების წახალისებას, SWIFT-ის მონაცემები აჩვენებს, რომ გლობალური ფინანსური ინფრასტრუქტურა კვლავ ამერიკულ ეროვნულ ვალუტაზე არის მიჯაჭვული.

ექსპერტების აზრით, ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დოლარის ალტერნატივის შექმნა მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში საკმაოდ რთული ამოცანაა და თუ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დავუჯერებთ, სხვა ვალუტით დოლარის ჩანაცვლებას აშშ-ის მთავრობა არც არასოდეს დაუშვებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები