აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის არ დაბლოკავს T-Mobile-ის მიერ სატელეკომუნიკაციო კომპანიის, UScellular-ის $4.4 მილიარდ დოლარად შეძენის გეგმავს.
ამ გადაწყვეტილებით T-Mobile-ს მიეცემა შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტად გააფართოოს თავისი ქსელი და განიმტკიცოს პოზიციები ამერიკის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე.
გარიგება მოიცავს როგორც UScellular-ის აბონენტებს, ასევე მისი ქსელის ინფრასტრუქტურას. T-Mobile-ის განმარტებით, ამ ნაბიჯის შედეგად მომხმარებლებს უფრო ძლიერი და მასშტაბური სერვისი მიეწოდებათ, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც UScellular-ის ქსელი უკვე კარგად არის განვითარებული, ხოლო T-Mobile-ს ჩამორჩენა აქვს.
T-Mobile-ი და UScellular-ი გარიგების დასრულებას 2025 წლის მეორე ნახევარში გეგმავენ, რომლის შემდეგ $4.4-მილიარდიანი კომპანია სრულად გადავა $259-მილიარდიანი გიგანტის საკუთრებაში.




























