მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თაფლის წარმოება ადგილობრივ ბაზარზე ძნელდება“-შპს მეფუტკრე

თაფლი

„თაფლის წარმოება ადგილობრივ ბაზარზე რთულდება“- ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანია შპს მეფუტკრეს წარმომადგენელმა, სოფიკო რაზმაძემ განაცხადა.

კომპანია ბაზარზე 2012 წლიდან თბილისში ოპერირებს და 4 სახეობის ნატურალურ თაფლს აწარმოებს. ესენია: ცაცხვი, გაზაფხული, ალპური და წაბლი. საწარმოს საკუთარი ფუტკარი არ ჰყავს, თუმცა ნედლეულს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის ფერმერული მეურნეობებიდან ყიდულობს.

მისი ინფორმაციით, ადგილობრივ ფერმერულ მეურნეობებს მოთხოვნა საერთაშორისო ბაზრებიდან გაუჩნდათ, რომ პროდუქტი ექსპორტზე გაიტანონ. შესაბამისად, ფერმერები თაფლს კომპანიაში უფრო ძვირად აბარებენ.

„პროდუქცია სხვადასხვა მოცულობებითაა დაფასოებული და ფასიც შესაბამისად განისაზღვრება. ქართული თაფლის ღირებულება 6 ლარიდან იწყება, ხოლო მის რეალიზაციას დისტრიბუციის საშუალებით, ადგილობრივ ქსელურ მარკეტებში ვახდენთ, გარდა „მაგნიტის“ და „ორი ნაბიჯისა“.

სექტორში გამოწვევა ბევრია, განსაკუთრებით კონკურენციის ნაწილში. ამასთან, იმ რაოდენობით თაფლიც ვეღარ იწარმოება, რაც ადრე იწარმოებოდა, რადგან ზოგს ფუტკარიც დაეხოცა“, - აცხადებს რაზმაძე.

მისივე ცნობით, მათ თაფლზე მოთხოვნა ადგილობრივი ბაზრების მხრიდან საკმაოდ მაღალია, რადგან ბაზარზე მაღალი ხარისხითა და დაბალი ფასებით ოპერირებენ. ყველაზე მოთხოვნადი თაფლი კი, გაზაფხული და ცაცხვია.

ინფორმაციისთვის, 2023 წელს ქვეყანამ 36.61 ათასი დოლარის ღირებულების 5.74 ტონა თაფლი შეიძინა. ხოლო ქვეყნის გარეთ, გასულ წელს 762 ათასი დოლარის ღირებულების 110 ტონა თაფლი გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები