მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თაღლითური შემთხვევების 50% კრიპტოაქტივებზე მოდის – FBI

კრიპტო ჰაკერი

ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო კიბერდანაშაულთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის თანახმად, ბოლო პერიოდში თაღლითების მიერ გამოწვეული ზარალის მოცულობის 50% კრიპტოაქტივებზე მოდის.

საერთო ჯამში, გასულ წელს კრიპტოვალუტების გამოყენებით განხორციელებული თაღლითური შემთხვევების ზარალი 45%-ით გაიზარდა და მან 5 მილიარდ 600 მილიონ დოლარს მიაღწია. ერთ წელიწადში FBI-ის კიბერდანაშაულის ბიურომ ასეთი ტიპის დანაშაულთან დაკავშირებით 70 ათასამდე სარჩელი მიიღო.

როგორც FBI-ში განმარტავენ, კრიპტოვალუტების დეცენტრალიზებული ბუნება, გადახდების სისწრაფე და გლობალური ტრანსფერების სიმარტივე კრიმინალებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის, რაც განსაკუთრებით ართულებს მოპარული თანხების უკან დაბრუნებას. როგორც კი ინდივიდი კრიპტოს გადარიცხავს, მიმღები კიბერდამნაშავე ფაქტობრივად მყისიერად უზრუნველყოფს აქტივის უცხოურ ანგარიშებზე გადატანას და თანხის განაღდებას, ხოლო მისი მიკვლევა თითქმის შეუძლებელი ხდება.

FBI-ის ანგარიშის მიხედვით, ზარალის 71% საინვესტიციო თაღლითობასთანაა დაკავშირებული, ხოლო ზარალის 10% ქოლცენტრებთან ასოცირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები