კრიპტოაქტივების ინდუსტრიაში ყველაზე მასშტაბური თაღლითური სქემის ორგანიზატორმა კომპანიამ, Terraform Labs-მა აშშ-ში გაკოტრება ოფიციალურად გამოაცხადა.
კომპანია სასამართლოსგან რესტრუქტურიზაციის სტრატეგიის დამტკიცებას და ოპერირების აღდგენის უფლების მოპოვებას ითხოვს. როგორც ჩანს, Terraform Labs-ის ხელმძღვანელებს არსებული ვალდებულებების გასტუმრება, აქტივების ლიკვიდირება და სამუდამო პატიმრობისგან თავის გადარჩენა სურთ.
აქვე გეტყვით, რომ გასულ წელს, კომპანიის დამფუძნებელი, დო კვონი დააკავეს. მას ბრალად ედება მასშტაბური თაღლითური სქემის ორკესტრირება და მომხმარებლების თითქმის 50 მილიარდი დოლარით დაზარალდება.
Terra/Luna-ს კოლაფსი კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენა იყო, რომელმაც რამდენიმე მილიონ მომხმარებელს მიაყენა ზიანი. სამხრეთ კორეის სასამართლოს დასკვნით, Terra/Luna თავისი არსით ფინანსური პირამიდა იყო, მისი დამფუძნებლები კი თაღლითები იყვნენ.