მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თაღლითობაში ბრალდებული სემ ბენკმენ-ფრიდი თავისუფალია

63a95cb5632c8
გიორგი თოლორდავა
26.12.22 12:52
635
მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფინანსური თაღლითობის ორგანიზატორი და გაკოტრებული კრიპტობირჟის, FTX-ის დამფუძნებელი, სემ ბენკმენ-ფრიდი თავისუფალია.

ნიუ-იორკის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბენკმენ-ფრიდი ციხიდან 250 მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს.

მოსამართლის განცხადებით, ბენკმენ-ფრიდს ბრალად ედება აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფინანსური თაღლითობის ორგანიზება, რომელმაც ინვესტორები და FTX-ის მომხმარებლები თითქმის 8 მილიარდი დოლარით დააზარალა, თუმცა მისი განთავისუფლება ჯარიმის სანაცვლოდ მაინც მიზანშეწონილი და ჩადენილი დანაშაულის პროპორციული სასჯელია.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურა ბენკმენ-ფრიდს 8 მუხლის დარღვევაში ედავებოდა, მათ შორის იყო: ფულის გათეთრება, ფინანსური რეგულაციების დარღვევა, ანგარიშგების წარმოების პროცედურების დარღვევა, ფინანსური თაღლითობა, კლიენტების აქტივების მითვისება და ფინანსების არამიზნობრივი განკარგვა.

სასამართლოს მიერ ყველა ზემოჩამოთვლილი მუხლით ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სემ ბენკმენ-ფრიდს 115 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესჯებოდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატორის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

FTX-ის დამფუძნებლის განმარტებით, მას ამჟამად 100,000 დოლარზე მეტი არ აქვს, ამიტომაც მის გირაოს მშობლები და ბიზნესპარტნიორები გადაიხდიან, რომელთა ვინაობაც ყოფილ მილიარდერს არ გაუსაჯაროებია.

თაღლითობაში ბრალდებული ბენკმენ-ფრიდი საცხოვრებლად მშობლების მრავალმილიონიან სახლში, კალიფორნიის შტატში გადავა, სადაც ის ნიუ-იორკიდან ბიზნეს-კლასით გადაფრინდა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები