მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტაისონ ფიურიმ ფრენსის ნგანუს დამარცხებით სოლიდური თანხა გამოიმუშავა

ნგანუ ფიური

კრივში WBC ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ მსაჯების გადაწყვეტილებით შერეული საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი საუკეთესო მძიმე წონოსანი ფრენსის ნგანუ მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ასეთი დაპირისპირებისგან ბევრი შოუს ელემენტებს და ცალმხრივ უპირატესობას ელოდა “ბოშათა მეფის” სასარგებლოდ, თუმცა სცენარი სხვაგვარად განვითარდა და ნგანუმ ტაისონს ტოლი არაფერში დაუდო.

ტაისონ ფიურიმ ფრენსის ნგანუს 71-ჯერ მოარტყა, საიდანაც ძლიერი 32 დარტყმა აღმოჩნდა. ფრენსისმა ფიურის 59-ჯერ დაარტყა მათგან კი 37 იყო ძლიერი. მთლიანობაში ტაისონის მოქნეული მუშტების 32 % მოხვდა მიზანში, ხოლო ფრენსისის მაჩვენებელი 25% იყო.

გამარჯვებულმა ფიურიმ ჰონორარის სახით 50 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო დამარცხებულ ნგანუს 10 მილიონი ხვდა წილად უფრო მეტი ვიდრე მთლიანად UFC-ის კარიერის განმავლობაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები