მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტაივანის მთავრობა Apple-ის ქარხანას, Foxconn-ს აჯარიმებს

63a02ab300b31
გიორგი თოლორდავა
19.12.22 13:57
611
ტაივანის მთავრობამ კომპანია Apple-ის მთავარი კონტრაქტორის, Foxconn-ის დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო - თანხის მოცულობა ამ ეტაპზე უცნობია.

მარეგულირებელი ორგანოს განმარტებით, Foxconn-მა ჩინურ ნახევარგამტარების საწარმოში ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღო, რაც კონტრაქტის პირობების დარღვევაა.

გასულ თვეს Foxconn-მა საჯაროდ დადო პირობა, რომ ის Tsinghua Unigroup-ის საწარმოში წილს გაყიდდა და ჩინურ საწარმოებში ინვესტირებას შეწყვეტდა, თუმცა როგორც ჩანს, კომპანიის ხელმძღვანელობამ აზრი შეიცვალა და ტაივანის მთავრობასთან გაფორმებული კონტრაქტის პირობების საწინააღმდეგოდ წასვლა გადაწყვიტა.

Foxconn-ის ქარხანა iPhone-ისა და iPad-ის წარმოებაზეა პასუხისმგებელი და მას კომპანია Apple-ისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

ჩინეთი-ტაივანის ურთიერთობების გაუარესების ფონზე, სულ უფრო მეტად იზრდება იმის რისკები რომ ჩინეთის მთავრობამ Foxconn-ს, TSMC-სა და სხვა ტაივანურ კომპანიებს საქმიანობა შეუზღუდოს, რაც კომპანია Apple-ისთვის საოპერაციო რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის, სწორედ ამიტომ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი აქტიურად ცდილობს წარმოების პროცესის დივერსიფიკაციას და ქარხნების ნაწილის ინდოეთსა და ვიეტნამში გადატანას.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები