ტაჯიკეთის ეროვნულმა ავიახაზებმა Somon Air - მა თბილისის აეროპორტში ოპერირება დაიწყო. ავიაკომპანიამ პირველი რეგულარული რეისი დღეს შეასრულა.
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიარეისები დუშანბე - თბილისის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და ოთხშაბათს შესრულდება. ავიაკომპანია ფრენებს B737-800 და B737-900 ტიპის ბორტებით შეასრულებს.
Somon Air- ი რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს 25 ქვეყანაში ახორციელებს.