მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თაკვერი” - ძაფზე ასხმული მოგონება ფინჯანში

ჩაის წარმოება
BM. GE
12.09.23 10:24
106

შოთა კოპალიანმა ბავშვობის ტკბილი მოგონება რეალობად აქცია და წლებია, მომხმარებელს სხვადასხვა სახეობის ბიოორგანულ ჩაის სთავაზობს.

"თაკვერის" ისტორია და კომშის ფოთლებისგან ჩაის წარმოების იდეა იმ მოგონებიდან გაჩნდა, როცა სოფელ ჭალისთავში, შოთა კოპალიანის ბებია კომშს აგროვებდა, ძაფზე სათითაოდ აცვამდა და საზამთროდ ინახავდა. მოგვიანებით, იდეა გადაწყვეტილებად იქცა. საბოლოოდ კი, 2015 წელს, სწავლის, უამრავი ცდის შედეგად, ბიო-პროდუქციის საწარმო შეიქმნა, რომელიც კომშის, მაყვლის, მოცვის, ალპური დეკას და ცაცხვის ფოთლებისგან, სეზონზე, საშუალოდ, 800-1000 კგ ჩაის ამზადებს.

ფიტოჩაი ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისგან მზადდება. ჩაიში გამოყენებული ყველა მცენარე საგულდაგულოდ შესწავლილი და გადარჩეულია. საწარმოო პროცესი განსაკუთრებული სიფრთხილითა და სტანდარტის ყველა დაცვით მიმდინარეობს.

საწარმოში სამუშაო სეზონურია, მარტიდან - სექტემბრამდე. პირველ ჯერზე მოსავალი იღება და შემდეგ ოთხ ეტაპად მუშავდება: ღნობა, გრეხვა, ფერმენტაცია და შრობა.

შედეგად, თავბრუდამხვევ არომატებთან ერთად, მომხმარებელი ჯანსაღ, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, უნიკალური თვისებებით გაჯერებულ ჩაის იღებს.

მაგალითად, კომში განწყობას აუმჯობესებს, იმუნიტეტს აძლიერებს, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს დეტოქსიკაციას და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. მაყვალი სასარგებლოა გაციების, ანთების, დიაბეტის, ანემიის, მოწამვლის დროს და ნაწლავის ბუნებრივ ფლორას აღადგენს. ალპური დეკა წნევასა და მომატებულ ტემპერატურას არეგულირებს, ბუნებრივი ანტიოქსიდანტია და დაბერების პროცესს ანელებს.

"თაკვერის" მიერ წარმოებული ველურად მზარდი მცენარეების  ჩაი,  სასიამოვნოსა და სასარგებლოს დაბალანსებული სინთეზია და ყველანაირი გემოვნების ადამიანს საუკეთესო არომატს სთავაზობს.

14 სექტემბრამდე, სერტიფიცირებული ბიოორგანული ჩაის დაგემოვნება და შეძენა თბილისში, გუდიაშვილის ბაღში, რესტორან “ვაინ ნოთში” შეგიძლიათ.

მასალა წარმოადგენს ბრენდის ინტელექტუალურ საკუთრებას. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Takveri.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები