მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თალიბანმა უცხოური ვალუტის გამოყენება აკრძალა

6183fa535d437
BM.GE
04.11.21 19:50
459
BBC-ის ინფორმაციით, თალიბანმა ქვეყანაში უცხოური ვალუტის გამოყენება აკრძალა, ეს ნაბიჯი ისედაც კოლაფსის წინაშე მყოფი ქვეყნის ეკონომიკას სავარაუდოდ კიდევ უფრო დაასუსტებს. 

თალიბანის განცხადებით, ავღანეთის მოქალაქეებმა ანგარიშსწორებისას მხოლოდ ადგილობრივი ვალუტა - "აფგანი" უნდა გამოიყენონ. 

"ისლამური ემირატი მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, მაღაზიის მფლობელს თუ ბიზნესმენს, განახორციელონ ყველა გარიგება აფგანში და მკაცრად შეიკავონ თავო უცხოური ვალუტის გამოყენებისგან,"- აცხადებს თალიბანის პრეს-სპიკერი ზაბიჰულა მუჯაჰიდი.

ავღანეთში რეჟიმის ცვლილებას დასავლეთში ავღანეთის აქტივების გაყინვა მოყვა. გაყინულია ქვეყნის სავალუტო რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილიც. 

ავღანეთთან პარტნიორობა შეაჩერა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები