მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარ გაბუნია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და NCDC-ის ხელმძღვანელი აღარ არის

თამარ გაბუნია

მიხეილ სარჯველაძისა და თამარ გაბუნიას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ჯანდაცვის მინისტრმა, თამარ გაბუნია, მოადგილის თანამდებობაზე აღარ წარადგინა - ინფორმაციას თავად უწყება აქვეყნებს.

მათი ცნობით, ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები - თეა გიორგაძე, გიორგი პატარიძე, ირინე წაქაძე და გიორგი ცაგარეიშვილი - დაინიშნნენ.

"მიხეილ სარჯველაძემ, თამარ გაბუნიას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და პანდემიის მართვის, ჯანდაცვის მიმართულებისა და პაციენტებისთვის მნიშვნელოვანი პროგრამების წარმატებით განხორციელებაში, მისი წვლილი აღნიშნა", - წერია განცხადებაში.

თამარ გაბუნია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს 2019 წლიდან იკავებდა და ჯანდაცვის მიმართულებას კურირებდა.

გაბუნია NCDC-ის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის პოსტს მას შემდეგ იკავებდა, რაც 2022 წლის სექტემბერში ამირან გამყრელიძემ თანამდებობა დატოვა. BM.GE დაინტერესდა, აღნიშნულ თანამდებობაზე რჩება თუ არა გაბუნია.

უწყებაში გვითხრეს, რომ "სრულად შეთანხმდნენ", ანუ არც ერთ თანამდებობაზე აღარ იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები