ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „სინოფარმის“ ვაქცინის რეგისტრაციის პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა იყო, რის გამოც მოქალაქეები ვერ რეგისტრირდებიან.
როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, პრობლემის აღმოსაფხვრელად ტექნიკური ჯგუფი მუშაობს.
„გვქონდა მოლოდინი, რომ პორტალზე რეგისტრაცია დაიწყებოდა, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობს მასობრივი კიბერშეტევა და ვერ მოხერხდა საიტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. მუშაობს ტექნიკური ჯგუფიც, რათა დროულად მოხდეს შეფერხების აღმოფხვრა. ვფიქრობ, რამდენიმე საათში დავუბრუნდებით სამუშაო რეჟიმს“,- აღნიშნავს გაბუნია.
„სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია ვერ ხერხდება, დღეს არც covid-სტატისტიკა განახლებულა




























