მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარ სულუხია: "აბიტურიენტებისთვის პროფესიის არჩევაზე პანდემიამ გავლენა მოახდინა"

5ebec87bd4d8e
ანი ციხისთავი
15.05.20 23:20
1336
“წელს უკვე დასრულდა მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაცია. მედიცინასა და ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად არის მოთხოვნა გაზრდილი”,- ამის შესახებ გადაცემა #ქალებისნარატივში ISET ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დირექტორმა თამარ სულუხიამ განახცადა.

მისი თქმით, ამ პერიოდში მეცნიერება წარმოჩინდა. “პოსტსაბჭოთა პერიოდში მეცნიერებას საფუძველი შეერყა ჩვენს ქვეყანაში. არც დაფინანსება იყო, არც პოპულარულები იყვნენ მეცნიერები, მაგრამ დღეს ყოველდღიურად ვუყურებთ ტელევიზიით მათ და მთელი მსოფლიო მეცნიერებისგან ველოდებით გადარჩენის საშუალებებს”,- ამბობს თამარ სულუხია.

ISET ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დირექტორი #ქალებისნარატივში აცხადებს, რომ ამ თემაზე უფრო ზუსტად საუბარი მომავალი წლის შედეგების გათვალისწინებით იქნება შესაძლებელი.

განათლების სისტემაზე პანდემიის გავლენებზე საუბრისას ის აღნიშნავს, რომ საინტერესოა რამდენად მოისურვებენ მომავალში სტუდენტები საზღვარგარეთ სწავლას.

“სწავლა არ არის მხოლოდ ლექცია. ეს არის ინტერაქცია სხვა სტუდენტებთან. ფაქტობრივად, ძირითადი ცოდნის გადაცემა უნივერსიტეტის კედლებში ხდებოდა”,- ამბობს ISET ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დირექტორი თამარ სულუხია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები