მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ბავშვთა განვითარების ცენტრი „ბრაით აკადემი“ გაიხსნა - სერვისები

6475e77152003
ნანუკა ნარიმანიძე
03.06.23 16:00
2080
რამდენიმე დღის წინ თბილისში, ონიაშვილის #33 ნომერში ბავშვთა განვითარების ცენტრი „ბრაით აკადემი“ გაიხსნა, რომელიც სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდაჭერას და მათი რესურსების მაქსიმალურ რეალიზებას უწყობს ხელს. ამის შესახებ „ბრაით აკადემიის“ დამფუძნებლებმა თეონა გავაშელიშვილმა და ნაზი ფუტკარაძე-მიქელაძემ გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრეს.

„ჩვენ ვეცადეთ გაგვეხსნა ცენტრი, სადაც ერთ სივრცეში იქნებოდა ყველა ის სერვისი, რაც შეიძლება ბავშვს განვითარებისთვის დასჭირდეს, ცენტრი ორიენტირებულია სხვადასხვა ტიპის თერაპიებზე, ბავშვს ერთიო თერაპიის ფარგლებში შეუძლია მიიღოს სენსორული თერაპია, მეტყველების თერაპია, დენვერის თერაპია და სხვა“, - განმარტავს თეონა გავაშელიშვილი.

მისივე თქმით, პანდემიისა და იზოლაციის გამო, ძალიან ბევრ ბავშვს აქვს სხვადასხვა ტიპის განვითარების სირთულეები, რაც აუცილებლად ყურადსაღებია.

„ეს არ ეხება მხოლოდ აუტიზმის სპექტრს... პანდემიის გამო, ძალიან ბევრ ბავშვს აღმოაჩნდა სხვადასხვა ტიპის განვითარების სირთულეები, ძალიან ხშირია განვითარების ეტაპების დაყოვნება და ემოციური სირთულეები ბავშვებში, რაც რიგ შემთხვევაში მარტივად მოგვარებადია თუ სპეციალისტი ჩაერევა; ჩვენ დასახმარებლად ყოველთვის მზად ვართ“, - დასძინა მან.

ნაზი ფუტკარაძე-მიქელაძე კომპანიის გეგმებზეც საუბრობს.

„ჩვენ მივისწრაფვით განვითარებისკენ, ვინაიდან ეს სფერო ძალიან განვითარებადი და აუცილებელია. გვსურს ჩამოვიყვანოთ უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც დაატრენინგებენ ჩვენს თანამშრომლებს; გარდა ამისა, ვიყავით „ბაღების გაერთიანებაში“ და შევთავაზეთ დახმარება, რომლის ფარგლებშიც საპილოტედ დავეხმარებით რამდენიმე ბაგა-ბაღს, გადავამზადებთ აღმზრდელებს და გავუშვებთ ასისტენტებს, რომლებიც აღმზრდელებს ბავშვში ამ მდგომარეობის გამოვლინებაში დაეხმარებიან “, - ამბობს ის.

აღსანიშნია ისიც, რომ „ბრაით აკადემი“ მომხმარებელს სამ განსხვავებულ პაკეტს სთავაზობს.

„გვაქვს მინიმალური, სტანდარტული და მაქსიმალური პაკეტები, ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება კვირაში სესიების რაოდენობის მიხედვით, რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის თერაპია სჭირდება ბავშვს“, - დასძინა თეონა გავაშელიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები