მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარაშვილზე ტრანსპორტის მოძრაობის 4-დღიანი შეზღუდვა ამაღამ ამოქმედდება

თამარაშვილის ქუჩა

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ოთხი დღით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მიზეზი კლდოვანი ფერდობის გამაგრების სამუშაოებია.

კერძოდ, შეზღუდვა თამარაშვილის ქუჩის ნაწილზე ამოქმედდება ამაღამ, 13 სექტემბერს 00:00 საათიდან და 17 სექტემბრის 06:00 საათამდე შენარჩუნდება.

"ვაჟა ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებიდან, ასევე, უნივერსიტეტის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ბაგების დასახლების მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილების გავლით, ზურაბ ავალიშვილის ქუჩაზე", - იტყობინება მერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები