მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტანსაცმელზე დანახარჯები გაორმაგებულია შარშან იმავე პერიოდის მონაცემთან შედარებით“ – TBC Capital

5ee3bf009fe34
ნუცა ბაზლიძე
12.06.20 23:00
1205
„ის ინდუსტრიები, სადაც ელექტრონული კომერციის წილი იყო დაბალი, განსაკუთრებით გაიზარდნენ გახსნის შემდგომ. ეს გულისხმობს იმას, რომ არის გადავადებული მოთხოვნა. ის, რასაც ინტერნეტით ვერ ყიდულობდნენ, გახსნის შემდეგ მაღაზიაში იყიდეს“ - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მმართველმა დირექტორმა მერი ჩაჩანიძემ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში „თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიმოხილვისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ამ პრინციპით, ზრდა შეინიშნება ტანსაცმლის, სამშენებლო მასალებისა და ავეჯის თვალსაზრისით.

„ტანსაცმელზე დანახარჯები გაორმაგებულია შარშან იმავე პერიოდის მონაცემთან შედარებით. სამშენებლო მასალებსა და ავეჯთან დაკავშირებითაც, წინა წელთან შედარებით, 50%-70%-იან ზრდაზე ვსაუბრობთ“, - აღნიშნავს მერი ჩაჩანიძე.

მისივე განმარტებით, იქ, სადაც ელექტრონული კომერცია იყო ჩართული, ზრდა შედარებით მცირეა, მაგალითად, ელექტროტექნიკაზე, თუმცა ამ შემთხვევაშიც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 35%-იანი ზრდა შეინიშნება.

მერი ჩაჩანიძის განმარტებით, „თიბისის“ არხებით უნაღდო ანგარიშსწორებიდან მიღებული ინფორმაციით, რეზიდენტების ხარჯვის თვალსაზრისით, უნაღდო ანგარიშსწორებაში, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 37%-იანი ზრდა ფიქსირდება, რა მხრივაც, გადავადებული მოთხოვნის ფაქტორია გასათვალისწინებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები