საქართველოდან ტანსაცმლის ექსპორტი მცირდება. 2024 წელს ქვეყნიდან ჯამურად 160 მლნ აშშ დოლარის მანქანით ან ხელით ნაქსოვი ტრიკოტაჟის და სხვა სახის ტანსაცმელი და ტანსაცმლის საკუთნოები გავიდა. 2023 წელს კი ექსპორტი 161 მლნ აშშ დოლარი, ხოლო 2022 წელს - 165,3 მლნ აშშ დოლარი იყო.
ტანსაცმლის ექსპორტის მაჩვენებელი შემცირებულია 2025 წლის იანვრის თვის მონაცემებითაც. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ თვეში საქართველოდან 9,7 მლნ დოლარის ნაწარმი გავიტანეთ, მაშინ როცა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 12,3 მლნ აშშ დოლარი იყო.
2024 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი გავიდა თურქეთსა და სომხეთში.
TOP-10 საექსპორტო ბაზარი კი შემდეგია:
- თურქეთი - 118, 2 მლნ აშშ დოლარი
- სომხეთი - 21,2 მლნ აშშ დოლარი
- ჩეხეთი - 4,1 მლნ აშშ დოლარი
- აზერბაიჯანი - 2,9 მლნ აშშ დოლარი
- დიდი ბრიტანეთი - 2,86 მლნ აშშ დოლარი
- ავსტრია - 2,45 მლნ აშშ დოლარი
- იტალია - 2,76 მლნ აშშ დოლარი
- ისრაელი - 1 მლნ აშშ დოლარი
- ბულგარეთი - 760 000 აშშ დოლარი
- გერმანია - 555 000 აშშ დოლარი
ექსპორტის კლების პარალელურად, იზრდება იმპორტი. მიმდინარე წლის იანვარში ტანსაცმლის იმპორტმა 24,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2024 წლის იანვარში კი 23,8 მლნ აშშ დოლარი.
წლების მიხედვით, ტანსაცმლის იმპორტის მზარდი მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურება:
2020 წელი – 136 მლნ აშშ დოლარი
2021 წელი - 208 მლნ აშშ დოლარი
2022 წელი - 278,1 მლნ აშშ დოლარი
2023 წელი - 346,2 მლნ აშშ დოლარი
2024 წელი – 402,1 მლნ აშშ დოლარი
2024 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ღირებულების ტანსაცმელი თურქეთიდან და ჩინეთიდან შემოვიდა.
TOP-10 საიმპორტო ქვეყანა შემდეგია:
- თურქეთი - 149 მლნ აშშ დოლარი
- ჩინეთი - 75.7 მლნ აშშ დოლარი
- ესპანეთი - 60,4 მლნ აშშ დოლარი
- იტალია - 37 მლნ აშშ დოლარი
- გერმანია - 10,5 მლნ აშშ დოლარი
- პოლონეთი - 9,2 მლნ აშშ დოლარი
- საფრანგეთი - 9 მლნ აშშ დოლარი
- ნიდერლანდები - 7.6 მლნ აშშ დოლარი
- ხორვატია - 5 მლნ აშშ დოლარი
- ჩეხეთი - 3,7 მლნ აშშ დოლარი