მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტარიფების ზრდა "სტრატეგიულ მეტოქეს" - რა პოლიტიკა ექნება ტრამპს ჩინეთთან?

ტრამპი

რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა. 5 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მან მეორედ შეძლო არჩევნებში გამარჯვება, ამავე დროს რესპუბლიკურმა პარტიამ სენატში უმრავლესობა დაიბრუნა.

მილიარდერი დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებები იმპორტირებულ პროდუქტებზე ტარიფების ზრდას, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას და მასობრივ დეპორტაციას შეეხებოდა. იმიგრაცია ტრამპის პირველი ვადის კამპანიის ძირითადი საკითხიც იყო და ამომრჩეველს მექსიკასთან კედლის აშენებასაც ჰპირდებოდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მიგრაციის საკითხი წლევანდელი კამპანიის საკვანძო თემა იყო. მიგრაციასთან ერთად მნიშვნელოვანია ჩინეთიც საკითხიც, რომელსაც პრეზიდენტობის პირველ ვადაში “სტრატეგიული მეტოქეს” უწოდებდა.

წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპი იმუქრებოდა, რომ ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე ტარიფებს დამატებით 60%-ით გაზრდიდა. პრეზიდენტობის პირველ ვადაში მან ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფი დაახლოებით 10%-ით უკვე გაზარდა.

როგორც CNBC წერს, თუ ტრამპის ადმინისტრაციამ ტარიფები მართლაც 60%-ით გაზარდა, ამან შესაძლოა ჩინეთის ექსპორტი 200 მილიარდი დოლარით შეამციროს. მათივე შეფასებით, თუ ტარიფები მართლაც დაწესდება, ეს ჩინეთისთვის გადამწყვეტ მომენტში მოხდება, როცა ქვეყანას ეკონომიკური ზრდისთვის გაზრდილი ექსპორტი სჭირდება.

“ტრამპის შოკების” საპასუხოდ სავარაუდოდ, ჩინეთის მთავრობა მასშტაბურ ხელშემწყობ ზომებს მიიღებს”, - ამბობს ეკონომისტი იუ სუ და მოელის, რომ დახმარების პაკეტი 1.4 მილიარდ დოლარამდე იქნება, აქედან ნაწილი ადგილობრივი მთავრობის სასესხო სვოპსა და ბანკების რეკაპიტალიზაციას მოხმარდება. ასევე თანხის გარკვეული მოცულობა ადგილობრივი მთავრობის სპეციალურ ბონდებში დაიხარჯება, იმისთვის, რომ უძრავი ქონების სექტორს დაეხმარონ.

პრეზიდენტობის პირველ ვადაში ტრამპმა ჩინეთის სატელეკომუნიკაციო გიგანტი Huawei შავ სიაში შეიყვანა და ამერიკული პროდუქტების გამოყენება აუკრძალა. ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს ზომები კიდევ უფრო განავრცო და ჩინეთში ნახევარგამტარების [ჩიპები] გაყიდვა შეზღუდა. იმავეს ითხოვდა აშშ მოკავშირეებისგან. ამ ზომების შედეგად ჩინეთის ექსპორტი აშშ-ში შარშან 14%-ით შემცირდა.

საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვებას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე გამოეხმაურა: “გავაგრძელებთ ორმხრივი ურთიერთობების პატივისცემას და მშვიდობიან თანაცხოვრებას”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები