მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TAV Airports-ი 2031 წლიდან ვაზიანის ახალი აეროპორტის მართვაში შესვლასაც განიხილავს - თეა ზაქარაძე

თეა ზაქარაძე

TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე აცხადებს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია, 2031 წლის შემდეგ ვაზიანის ახალი აეროპორტის მართვაში შესვალასაც განიხილავს, ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

დღეს, მთავრობამ ADP-ის წევრ TAV Airports თბილისის თბილისის აეროპორტის მართვის ვადა 5 წლით 2031 წლამდე გაუხანგრძლივა. ახალი კონტრაქტის ფარგლებში, აეროპორტის მმართველმა კომპანიამ თბილისის აეროპორტის გაფართოებაში 150 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

სახელმწიფოსთან ახალი ხელშეკრულების გაფორმების და აეროპორტის გაფართოების პროექტის პრეზენტაციის შემდეგ თეა ზაქარაძემ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, განიხილავს თუ არა კომპანია ვაზიანის აეროპორტის მართვაში შესვლას.

რა თქმა უნდა, განვიხილავთ. ჩვენ ბოლო 20 წელია ამ ბიზნესში ვართ და ვფიქრობ, 20 წელი უკვე ისტორიაა, რომელიც ჩვენმა კომპანიამ შექმნა. თბილისსა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 1900 ადამიანი გვყავს დასაქმებული და ეს არის ის გუნდი, ვინც ქმნის ამ ავიაციის ისტორიას და ვინც წერს ამ ისტორიას. რა თქმა უნდა, დაინტერესებულები ვართ, რომ 2031 წლის შემდგომ საქმიანობა ვაზიანის აეროპორტში გავაგრძელოთ და არამხოლოდ ვაზიანის აეროპორტში, თუ იქნება სხვა ახალ საერთაშორისო აეროპორტებზე მოთხოვნა საქართველოში, ასევე ვართ მზად, რომ ავაშენოთ და განვავითაროთ“, - განაცხადა ზაქარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები