მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TAV Airports-მა ალმათის აეროპორტი იყიდა - როგორ ჩაერთვება პროცესში ქართული მხარე?

5ecd3ebca9f13
ნუცა ბაზლიძე
26.05.20 20:44
1671
TAV Airports-მა ალმათის საერთაშორისო აეროპორტი იყიდა.

„ყაზახეთის აეროპორტის ყიდვის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, გარდა ყიდვისა, 3-4 თვეში იწყება ახალი აეროპორტის, ახალი ტერმინალის და ამ ტერმინალთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა“ - აღნიშნულის შესახებ გადაცემა #ქალებისნარატივის ეთერში TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, TAV Georgia TAV-ის ჰოლდინგის წევრია და ის საქართველოში 2005 წლიდან ოპერირებს. დღეს კომპანია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს.

როგორც თეა ზაქარაძე განმარტავს, ყაზახეთის ალმათის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი საინტერესო შეიძლება იყოს ქართული წარმომადგენლობისთვისაც. მისივე განმარტებით, სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანი სამუშაოდ ყაზახეთში გადავა.

„ჩვენი გუნდი მუშაობდა ამ პროექტზე, ჩართული იყო მოლაპარაკებების პროცესშიც და ახლაც, როგორც კი გაიხსნება საჰაერო მიმოსვლა და გვექნება თავისუფლად გადაადგილების საშუალება, ჩვენგან ალბათ, რამდენიმე ადამიანი გადავა ყაზახეთში სამუშაოდ. შეგვეძლება ჩვენი გამოცდილების გაზიარება“, - დასძენს TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები