მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Tav Georgia: სველი წერტილების რეაბილიტაცია აეროპორტში ყოველ წელს ხდება

5dda842326e9d
მარიამ ადამია
24.11.19 17:41
1150
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებიდან, Tav Georgia-ის გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე ყველაზე მნიშვნელოვნად 6 ახალი Boing-ისა და Airbus-ის ტიპის საჰაერო ხომალდების სადგომს გამოყოფს. აღნიშნული სადგომი 27 000 კვ.მ ფართობზე მოეწყო და მასში 8 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო.

„მიმდინარე პროექტებს შორის არის ასევე, ტერმინალის შიდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაც და ამ ეტაპზე ხორციელდება სველი წერტილების განახლება და არსებული სადგომების რეაბილიტაცია, თუმცა ეს არის ის, რასაც ჩვენ რეალურად ყოველწლიურად ვაკეთებთ და ამაში სიახლე არაფერია,“ - განაცხადა თეა ზაქარაძემ.

ინფორმაციისთვის, ახალი სადგომები C კოდის საჰაერო ხომალდებისთვის არის გათვლილი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ჯამში საჰაერო ხომალდების 63 სადგომი აქვს. ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტის ფარგლებში თბილისის აეროპორტის ოპერატორმა კომპანია "ტავ ჯორჯიამ" 8 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

როგორც TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე ამბობს, სადგომები ყველა საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს და ყველაზე მოთხოვნად საჰაერო ხომალდებს მოემსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები