თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსების სერვისის ექსკლუზიურად გაწევაზე TAV Georgia ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. დაინტერესებულმა კომპანიებმა განაცხადები 25 ნოემბრამდე უნდა წარადგინონ.
თბილისის აეროპორტის მმართველი კომპანიის ინფორმაციით, სერვისის მიმწოდებელმა კომპანიებმა გარკვეული მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ მათ შორის, ავტომობილები უნდა იყოს ახალი არანაკლებ 2016 გამოშვების წლის, თანამედროვე, კომფორტული და ტექნიკურად გამართული. ამას გარდა, ავტომობილები აღჭურვილი უნდა იყოს ტაქსომეტრით.
კომპანიამ აეროპორტის ტერიტორიაზე უნდა განათავსოს არანაკლებ 30 ავტომობილი, მათ შორის მოფრენის ტერმინალის წინ არანაკლებ 10, ხოლო დანარჩენი სპეციალურად გამოყოფილ სადგომზე.
ავტომობილებში უნდა იყოს, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე ბანკის ტერმინალით ანაზღაურების
შესაძლებლობა.