საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული III კვარტალის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში 533.2 მლნ აშშ დოლარის FDI შემოვიდა, რაც 2024 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 2-ჯერ მეტია, რაც სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის ზრდით არის განპირობებული.
წინასწარი მონაცემებით, ივლის-სექტემბერში ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია აშშ-დან, ესპანეთიდან და თურქეთიდან შემოვიდა და სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 44.2%-ს შეადგინა.
რაც შეეხება დარგებს, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უძრავი ქონების, ტრანსპორტის და წყალმომარაგება; ნარჩენების მართვის სექტორებში ჩაიდო, რაც ამ პერიოდში შემოსული ინვესტიციების 45.6%-ია.
BM.GE-მ საქსტატიდან TOP-10 ინვესტორი კომპანია გამოითხოვა, რომლებშიც III კვარტალში ყველაზე მეტი FDI ჩაიდო. ეს კომპანიები რიგითობის მიხედვით დალაგებული არაა.
- შპს სოკარ ენერჯი ჯორჯია
- შპს მაგთიკომი
- შპს ტავ ურბან საქართველო
- სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური
- შპს ქართული ცემენტი [ჰანიველცემენტი]
- სს მინა
- შპს ტოიოტა კავკასია
- შპს სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ
- შპს აკვალია საქართველო
- შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2025 წლის 9 თვეში 11%-ით 1 მილიარდ 296 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც მესამე კვარტალში სავალო ვალდებულებებით გაზრდილი FDI-იმ განაპირობა.




























