მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თავდაცვის მინისტრი: დღემდე ვერ გამოვასწორეთ უწყების ფინანსური ანგარიში

643d20069ad56
BM.GE
17.04.23 14:19
847
ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში თავდაცვის სამინისტროსგან დიდძალი ოდენობის თანხები იყო გატანილი და მიყენებული ზიანი 5 მილიონ ევროს მნიშვნელოვნად აჭარბებს. ბურჭულაძის განმარტებით, ამის გამო თავდაცვის სამინისტროს საბალანსო დოკუმენტაცია დღემდე გაუმართავია. 

სწორედ 5 მილიონი ევრო იყო თანხა, რომელსაც თავდაცვის უწყება ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ედავებოდა. რამდენიმე კვირის წინ სააპელაციო სასამართლომ მას თანხის სახელმწიფოსთვის გადახდა დააკისრა.

"მხოლოდ 5 მილიონი არ არის ის თანხა, რომლითაც ყოფილმა ხელისუფლებამ სახელმწიფო გაძარცვა. ჩვენ გვაქვს ასობით მილიონი. დღემდე ვერ გამოვასწორეთ ჩვენი უწყების ფინანსური ანგარიშგება. რა თქმა უნდა, კეზერაშვილის პასუხისმგებლობაა. ამას მე ბიუჯეტის ქურდობას ვერ დავარქმევ, ეს არის ბიუჯეტის ორგანიზებული ყაჩაღობა.

კიდევ ვიმეორებ, ასობით მილიონი არის დებიტორულ დავალიანებად ჩამოკიდებული, ზოგი გამოწვეულია მათი არაკომპეტენტურობით, მათ შორის შეიძლება დამატებით კიდევ იყოს ისეთი საქმე, რომელიც არის ისევ ძარცვის შედეგად გამოწვეული. ჩვენ ვცდილობთ, რომ დოკუმენტები იმ საქმეებზე, იმ შესყიდვებზე, რომლებზეც უბრალოდ არ არის, მოვიძიოთ და ჩამოვწეროთ დებიტორულ დავალიანებიდან. თუმცა არ არის გამორიცხული, მათ შორის იყოს კიდევ ორგანიზებული დანაშაული. ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ. ეს არ არის ერთი პირის მიერ განხორციელებული დანაშაული და არ არის ქურდობა, ეს არის სახელმწიფოს ძარცვა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რომელიც იმ შემთხვევაში იყო მთელი ხელისუფლება", - განაცხადა ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მარტში თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.

ბიზნესმენ დავით კეზერაშვილს ე.წ. წვრთნების საქმეზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვის ედავებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები