მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თავდაცვის სამინისტრომ სამ თვეში მივლინებაში 1.2 მლნ. ლარი დახარჯა – როგორია სხვა სამინისტროების სამივლინებო ხარჯი

5f253598559d1
თამთა ჯიჯავაძე
02.08.20 17:15
1301

2020 წლის პირველ სამ თვეში საბიუჯეტო ორგანიზაციებმა მივლინებებში 15,9 მლნ ლარი დახარჯეს. 

აუდიტის სამსახურის "ბიუჯეტის მონიტორის" მიხედვით, ყველაზე მეტი სამივლინებო ხარჯი თავდაცვის უწყებას აქვს. კერძოდ, თავდაცვის სამინისტრომ წლის პირველ სამ თვეში მივლინებაში 1.2 მლნ. ლარი დახარჯა. მას მოჰყვება შინაგან საქმეთა სამინისტრო 890,049 ლარის ხარჯით. 


რაც შეეხება დანარჩენ სამინისტროებს, 2020 წლის პირველ სამ თვეში მივლინებაში დახარჯეს:

განათლების სამინისტრომ – 760,496 ლარი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ – 483,722 ლარი;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ – 361,980 ლარი;
საგარეო საქმეთა სამინისტრომ 326,805 ლარი;
ფინანსთა სამინისტრომ – 268,446 ლარი;
ჯანდაცვის სამინისტრომ – 223,255 ლარი;
იუსტიციის სამინისტრომ – 109,747 ლარი;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ – 69,375 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები