მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თავდაცვის დასაფინანსებლად ყველა შესაძლებლობა განიხილება" - კაია კალასი

კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებსა და უსაფრთხოებაში, კაია კალასი აცხადებს, რომ ბლოკი თავდაცვის დაფინანსებისთვის ყველა შესაძლებლობას განიხილავს - ამის შესახებ კალასმა მედიას ბრიუსელში, ევროსაბჭოს სამიტის დაწყებამდე მედიას განუცხადა.

"განვიხილავთ ჩვენს თავდაცვას და იმას, თუ რის გაკეთება შეგვიძლია მისი გაძლიერებისთვის. ყველა შესაძლებლობა განიხილება, როცა საქმე თავდაცვას ეხება, მათ შორის გრანტები და ფისკალური წესების ცვლილება. გვჭირდება, რომ თავდაცვაში უფრო დიდი ინვესტიცია ჩავდოთ", - განაცხადა კაია კალასმა.

სამიტის მიზნებზე საუბრისას ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იმედი აქვს, უკრაინის დასახმარებლად ქვეყნები პოლიტიკურ კონსენსუსს მიაღწევენ, რათა კიევმა ომის დასრულება საკუთარი პირობით შეძლოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები