პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, სახელი შეეცვლება ქვეყნის თავდაცვის დეპარტამენტს და მას ომის დეპარტამენტი (Department of War) დაერქმევა, რაც მისი შეფასებით ისტორიულად უფრო სწორი და რეპუტაციულად უკეთესია.
შესაძლოა, ერთი სიტყვის ჩანაცვლება მარტივ ამოცანად მოგვეჩვენოს, თუმცა საქმე ის არის, რომ აშშ-ის სამხედრო პორტფელი მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში 700,000-ზე მეტ ბაზას და სპეციალურ დაწესებულებას აერთიანებს, სადაც ყველგან უნდა შეიცვალოს წარწერა და გერბი, რაც დიდ რესურსებთან იქნება დაკავშირებული.
გარდა ამისა, სენატორები იმასაც აღნიშნავენ, რომ თავდაცვის დეპარტამენტის სიმბოლიკა გამოსახულია მილიონობით სამხედრო ტექნიკაზე, იარაღსა და აღჭურვილობაზე, რომელთა სრულ რებრენდინგს რამდენიმე წელიწადი შეიძლება დასჭირდეს.
ამ ეტაპზე, რებრენდინგის აღსრულების სრული ხარჯები დათვლილი არ არის, თუმცა არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი იმისა, რომ აშშ-ის მთავრობას თავდაცვის დეპარტამენტის სახელის შეცვლა იმაზე მეტი დაუჯდება, ვიდრე საშუალო ზომის სახელმწიფოები თავდაცვაზე წლიურად ხარჯავენ.




























