საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა 1.6 მილიონი ლარის ჩარტერული ავიარეისების შესრულების შესყიდვის ელექტრონული პროცედურა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენილი მონაცემების თანახმად, აღნიშნული შესყიდვა საიდუმლოა და მისი პირობები საჯაროდ არაა გამოქვეყნებული.
"ერთიან ელექტრონულ სისტემაში განცხადების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 26 /08/2025 წელს პრეტენდენტებმა, რომლებიც გამოხატავენ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის ინტერესს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში (მის. ქ. თბილისი, გენერალ კვინიტაძის ქუჩა №20), უნდა წარმოადგინონ ინტერესის გამოხატვის თაობაზე წერილი (დანართი №2-ის შესაბამისად). წერილს უნდა დაერთოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვა (ფორმა №4). და ასევე შესაბამისი ცნობა, რომ ხელმძღვანელს/უფლებამოსილ პირს აქვს სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების ნებართვა,"- ნათქვამია შესყიდვის განმარტებით ბარათში.




























