მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თავდაცვის სამინისტროდან სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლეს

ლევან კურცხალია

თავდაცვის სამინისტროდან 31-წლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომელი, სამხედრო ატაშეების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლევან კურცხალია გაათავისუფლეს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, დაითხოვეს თავდაცვის ძალებიდანაც.

კურცხალიას თქმით, მისი გამოცდილება და ძალისხმევა ნატოსა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციას უკავშირდება, რაც "თავდაცვის სამინისტროში საჭირო აღარ არის".

"მეგობრებო, მიმძიმს იმის დაწერა რომ გათავისუფლებული ვარ თანამდებობიდან ე.წ რეორგანიზაციის ფარგლებში, ახლა უკვე დათხოვნილი ვარ თავდაცვის ძალებიდანაც.

ეს ჩემთვის მხოლოდ სამუშაო ადგილი არ ყოფილა, მთელი შეგნებული ცხოვრება, 31 წლის განმავლობაში, დავუთმე სამხედრო სამსახურს. ჩემი გამოცდილება და ძალისხმევა განსაკუთრებით ქვეყნის ნატოსა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციას უკავშირდება.ძნელია იმ სამსახურის დატოვება, სადაც ბევრი გამოწვევა და ქარტეხილი გავიარე. დასანანია, რომ ჩემი გამოცდილება როგორც ჩანს თავდაცვის სამინისტროში საჭირო აღარ არის.

მადლობა მინდა გადავუხადო, ყველა ჩემს კოლეგას, მეგობარს, ვისთან ერთადაც საქართველოსთვის სასარგებლო საქმე გვიკეთებია და მჯერა ისევ გავაკეთებთ.დიდება საქართველოს, დიდება საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებს! საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპაშია!" - წერს ლევან კურცხალია.

BM.GE თავდაცვის სამინისტროს სამინისტროს ოფიციალური პოზიციის დასადგენად სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ უწყებას ოფიციალური წერილით უნდა მივმართოთ, საიდანაც პასუხს 10 სამუშაო დღის ვადაში მივიღებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები