მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თავდაცვის სამინისტრომ 26 მაისის ღონისძიების გამართვისთვის ₾2.2 მლნ-ის ტენდერი გამოაცხადა

26 მაისი

თავდაცვის სამინისტრომ თავისუფლების მოედანზე, 26 მაისს გასამართი ღონისძიებებისთვის 2.2 მლნ ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.

შესყიდვის მიხედვით, ფიცის დადების საზეიმო ღონისძიების მოწყობა თბილისში და საქართველოს ხუთ რეგიონში. თანხა კი საჭიროა გახმოვანებისა და მონიტორების უზრუნველსაყოფად თბილისში, თავისუფლების მოედანზე სინქრონული თარგმნითა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების უზრუნველყოფისთვის, თავისუფლების მოედანზე ტრიბუნებისა და სცენის მოსაწყობად, სცენის შესაფუთად, შეიარაღების, აღჭურვილობისა და ჯავშანტექნიკის გამოფენებისთვის, თბილისსა და რეგიონებში; შემოქმედებითი ჯგუფის სამუშაოების ანაზღაურებისთვის, სატელევიზიო პირდაპირი ტრანსლაციის უზრუნველყოფისთვის, ავიაციის საჩვენებელი გამოფენისთვის; ფიცის ცერემონიალზე დასასწრებად მოსაწვევების დაბეჭდვა-დარიგებისთვის.

„ოცნების“ მთავრობამ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების გეგმა 15 აპრილს დაამტკიცა.

მაშინდელი განკარგულებითვე გაირკვა, რომ მთავარი საგამოფენო სივრცეები, წელს, რუსთაველის გამზირის ნაცვლად, ალექსანდრეს ბაღსა და ორბელიანის ქუჩისა და მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა. კერძოდ, როგორც განკარგულების ტექსტშია აღნიშნული, დაგეგმილია ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე შემეცნებითი-გასართობი სივრცეების მოწყობა. 17:10 საათზე, როდესაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, დაგეგმილია პრეზიდენტის სასახლესთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმო აღნიშვნა. შესაბამისად, ფიცის დადება ერთადერთი ღონისძიებაა, რომელიც თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები