მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თავდაცვის შემდეგ, მთავრობამ 3 ლიტრამდე პლასტმასის ბოთლებით სასმლის შესყიდვაზე შეზღუდვა შსს-სა და სუს-საც მოუხსნა

პლასტმასის ბოთლები

მთავრობის განკარგულებით, ზოგიერთ სახელმწიფო ორგანოს 3 ლიტრამდე პლასტმასის ბოთლის შესყიდვა შეეძლებათ.

კერძოდ, მთავრობის განკარგულებაში წერია, რომ 3 ლიტრამდე პლასტმასის ბოთლების შესყიდვის აკრძალვა არ უნდა გავრცელდეს იმ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომლებიც ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა საჭიროებისათვის საწვრთნელი ოპერაციების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის, პრევენციული და რეაგირების ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის.

ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა საჭიროებისათვის საწვრთნელი ოპერაციების, სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, პრევენციული და რეაგირების ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის, აგრეთვე თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეთა საჭიროებისათვის სამხედრო სწავლებების/წვრთნების და სამხედრო ოპერაციების მიზნებისთვის.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შეზღუდვა აქამდეც არ ვრცელდებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეთა საჭიროებებზე. სამხედრო სწავლებების, წვრთნებისა და ოპერაციების მიზნებისთვის. ახალი ცვლილებით კი ძალოვანი უწყებების გამონაკლისთა სიას შსს და სუსიც დაემატა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული სასმლის წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსების აკრძალვა 2031 წლის 1 თებერვლამდე გადავადდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები