მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თავის დანებება თუ იატაკქვეშეთში გადასვლა? თამბაქოს მომხმარებლების რეაქცია გამკაცრებულ რეგულაციებზე

60f53705a79d8
BM.GE
19.07.21 12:24
3107
თამბაქოს მოხმარება ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. დღეს საქართველოში დაახლოებით 800 000 მწეველია და მათი დიდი ნაწილი არ ან ვერ ანებებს თავს მოწევას.

ISET-ის კვლევითი ცენტრი აქვეყნებს მიმოხილვას სათაურით - “თავის დანებება თუ იატაკქვეშეთში გადასვლა? თამბაქოს მომხმარებლების რეაქცია გამკაცრებულ რეგულაციებზე”, რომელშიც CRRC-ის მიერ 2021 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგებია ასახული. მისი მიხედვით, საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 27.1% ყოველდღიურად ან უფრო იშვიათად მოიხმარს ტრადიციულ თამბაქოს. ეს მაჩვენებელი 2016 წლის ნიშნულთან შედარებით 3.9%-ით ნაკლებია. ეს შემცირება მეტწილად მოდის მამაკაცებზე, რომლებიც ნაკლებს ეწევიან – 43.3% 2021 წელს, მაშინ როდესაც 2016 წელს ეს მაჩვენებელი 57%-ს შეადგენდა. მწეველი ქალების წილი კი ამჟამად ოდნავ მეტია 2016 წელთან შედარებით. რეგიონული თვალსაზრისით, მოწევა ყველაზე გავრცელებულია თბილისში, სადაც მოსახლეობის თითქმის მესამედი მწეველია.

მიუხედავად ამისა, მთლიანობაში საქართველოში მწეველთა მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. CRRC-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის მხოლოდ 10.2%-მა შეძლო თამბაქოს მოხმარებისთვის თავის დანებება. თუმცა, დიდი ნაწილი კვლავ განაგრძობს მოწევას. კვლევის მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოში მოწევისთვის თავის დანებების ხელშემწყობი სერვისების ხელმისაწვდომობა და მათზე მოთხოვნა ძალიან დაბალია: რესპოდენტთა 13.4% არ ცდილობდა მოწევისთვის თავის დანებებას, გამოკითხულთა 2.2%-მა თქვა, რომ მათ გამოიყენეს ნიკოტინის ჩანაცვლებითი თერაპია, სხვა მედიკამენტები და სამედიცინო დაწესებულებებში კონსულტაცია, ხოლო 3.3% გადავიდა ელექტრონულ სიგარეტზე ან გასახურებელ თამბაქოს მოხმარებაზე. აბსოლუტური უმრავლესობა - რესპოდენტთა 32.7% კი ცდილობდა მოწევისთვის თავის დანებებას დამატებითი მეთოდების გარეშე – მხოლოდ თვითკონტროლით.

სწორედ ამიტომ, თამბაქოს ზრდასრული მომხმარებლები საჭიროებენ გონივრული არჩევანის შესაძლებლობას, რაც თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს.

თამბაქოს ზიანის შემცირების მიზნით შექმნილი, თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების მოხმარების მაჩვენებელი საქართველოში ჯერ კიდევ დაბალია. CRRC-ის კვლევის თანახმად, ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 3.5% და 3.3% მოიხმარს ელექტრონულ სიგარეტსა და გასახურებელ თამბაქოს პროდუქტს. მოხმარების დაბალი მაჩვენებლის მიზეზად ISET-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის ავტორები მთავრობის მოწევის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას ასახელებენ, რომელიც პოტენციურად ნაკლები რისკის მქონე თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებს ტრადიციული სიგარეტისგან არ განასხვავებს.

განსხვავებული მიდგომები არსებობს მსოფლიოს ისეთ ქვეყნებში, როგორებიც არის: აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, იტალია, საბერძნეთი... მზარდია იმ ქვეყნების ჯანდაცვის ინსტიტუტების რიცხვი, რომლებიც აღიარებენ თამბაქოს ზიანის შემცირებული პროდუქტების შესაძლებლობას, შეამციროს ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი და მოახდინოს ტრადიციული სიგარეტის მოხმარების ჩანაცვლება.

„სულ უფრო მეტი ქვეყანა აღიარებს, რომ თამბაქოს “ზიანის შემამცირებელი პროდუქტების” ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ხელს უწყობს ჯანმრთელობისთვის ზიანის ეფექტიან შემცირებას და მოქმედებს როგორც თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებების საშუალება, საქართველომ შეიძლება განიხილოს თამბაქოს HRP-ების რეგულირება სიგარეტისგან განსხვავებულ ჭრილში. აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ერთ-ერთმა ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებამ ბაზარზე IQOS-ის, როგორც მოდიფიცირებული რისკის მქონე თამბაქოს ნაწარმის მარკეტინგის დაშვების თაობაზე, შესაძლოა შეუწყოს ხელი ამ პროცესს.“- აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის შედეგები მიუთითებს, თამბაქოსთვის თავის დანებების მიმართულებით დამხმარე პროგრამებისა და კამპანიების გატარების აუცილებლობაზე. თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ხელშემწყობი ღონისძიებები, რომლებიც ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას საჭიროებს, უნდა მოიაზრებოდეს როგორც პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც ხელს შეუწყობს საკანონმდებლო და საგადასახადო ზომების გატარებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები