საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მოქალაქეების ნაწილი თავდაპირველად ფილარმონიის შენობასთან შეიკრიბა, საიდანაც პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა გამართეს ლოზუნგით: „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“.

14 მარტი უწყვეტი პროტესტის 472-ე დღეა. მოქალაქეების მოთხოვნაა გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები.




























