პარტია „დროას“ ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის შეფასებით, არჩევნები გაყალბებულია და „ქართული ოცნების“ რეჟიმი არალეგიტიმურია.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებიც იტყვიან სიმართლეს.
„ვინც აქ ზეიმობს რუსული რეჟიმის გამარჯვებას და "მშვიდობის შენარჩუნებას", თქვენს კისერზე იყოს, აწი, რაც დაემართება ამ ქვეყანას! უბრალოდ, თავს მაინც ნუ ისულელებთ და "აბა, წინ მშვიდობით ევროპისკენო"!
ეს რეჟიმი თუ დარჩა, დაივიწყეთ უვიზო ევროპასთან, დაივიწყეთ ევროპა და აშშ და საერთოდ პარტნიორობა დემოკრატიულ სამყაროსთან! რეჟიმის გეგმაც ეგ იყო?! კი ბატონო!
და ბოლოს, მე ვაღიარებ რომ შევცდი და სადღაც გულის სიღრმეში მქონდა იმედი, ანუ "wishfull thinking" უფრო, რომ ფინანსების დაკარგვის შიშით ივანიშვილი დაუშვებდა ძალიან მცირე უპირატესობით ოპოზიციის გამარჯვებას! შევცდი!“, - წერს ალექსი პეტრიაშვილი.
მისივე თქმით, ახლა ერთად მოქმედებაა საჭირო და არა მეისრეების ძებნა და დამუნათება.
„კონკრეტული ადამიანების პატივისცემის მიუხედავად, არავითარი შედეგების აღიარება! პირიქით! საყოველთაო დაუმორჩილებლობა! მარნეულის და სხვა "ჰიპერქოცურიანი" ოლქების მთლიანად გაუქმება, რა თქმა უნდა, მტკიცებულებებზე დაყრდნობით!“, - აცხადებს ის.
ცესკოს ვებგვერდის თანახმად, ამ დროისთვის დათვლილია 3085 უბნის შედეგები, რაც მთლიანი ხმების 99.16%-ია. წინასწარი შედეგებით, 5%-იან ბარიერს ლახავენ:
1. „ქართული ოცნება“ - 54.27%;
2. კოალიცია „ცვლილებებისთვის“ - გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 10.80%;
3. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10.09%;
4. ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის! - 8.75%;
5. გახარია საქართველოსთვის - 7.75%.