აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ბედი კვლავ ბუნდოვანია. ამ დროისთვის მხოლოდ ის ვიცით, რომ სააგენტო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სახელმწიფო დეპარტამენტის ზედამხედველობის ქვეშ იქნება და მისი მოქმედი ხელმძღვანელი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოა.
ტრამპის სურვილია, რომ USAID ცალკე სამთავრობო ორგანიზაციად აღარ იყოს და სახელმწიფო დეპარტამენტს შეუერთდეს. 40 მილიარდიან სააგენტოს, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 10 ათამდე ადამიანს ასაქმებდა, ტრამპის ადმინისტრაცია ბიუჯეტის შემცირებას უპირებს. ეს გასაკვირი არ არის, რადგან აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დიდი ხანია საგარეო ხარჯებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ გადასახადის გადამხდელების ფულის არამიზნობრივ ხარჯვაა.
სწორედ ამიტომ თეთრ სახლში მეორედ დაბრუნებული დონალდ ტრამპის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება საერთაშორისო განვითარების დახმარების პროგრამების სამი თვით შეაჩერება აღმოჩნდა.
გასული საუკუნის 60-იან წლებში დაფუძნებული სააგენტო 60-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, თუმცა USAID-ის პროექტების დიდ ნაწილს ადგილზე ახორციელებენდნენ სხვა ორგანიზაციები, რომელთაც სააგენტო აფინანსებსდა.
USAID-ის საქართველოს მსხვილი დონორი იყო და პროექტების შეჩერება ბევრი მიმართულებით იქნება ზიანის მომტანი თან იმ პირობებში, როცა რუსული კანონის მიღების და ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების გამო, დასავლეთმა საქართველოს მთავრობაზე ახალი გრანტების გაცემა შეაჩერა. რის , ამის გამოცო წლევანდელ ბიუჯეტში გრანტების მოცულობა 91 მლნ ლარით არის შემცირებული.
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 9 წელში აშშ-სგან საქართველომ ჯამში 1.3 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარება მიიღო. აქედან ნახევარ მილიარდ დოლარზე USAID-დან. 400 მლნ დოლარზე მეტი ქვეყანამ უშუალოდ სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიიღო.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში ყველაზე მეტი თანხა ამერიკიდან სწორედ USAID-ის გავლით შემოდიოდა. გამოყოფილი თანხიდან ყველაზე მეტი 468 მლნ დოლარი მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე დაიხარჯა; მეორე ადგილს 237 მლნ დოლარით ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა იკავებს., ხოლო მესამე ადგილზეა დემოკრატია და ადამიანი უფლებების ხელშეწყობა.
საქართველოში USAID 1992 წლიდან მუშაობს და ამ დროის განმავლობაში დაახლოებით 1.9 მილიარდი დოლარი დახმარება გაუწია ქვეყანას. PMC-ის ინფორმაციითვე, 2024 წელს სააგენტო ჯამში 40 პროგრამას ახორციელებდა, რომელთა ჯამური ბიუჯეტი 373 მლნ დოლარი იყო.
როგორც ამ სტატისტიკიდან ჩანს, USAID-ი ქართული ეკონომიკის მსხვილი დამფინანსებელია.
“ენერგეტიკის სექტორი აბსოლუტურად გაბანკროტებული იყო. 1994 წლიდან USAID-მა დაიწყო სერიოზული პროგრამა საქართველოში, რაც გულისხმობდა ენერგეტიკის შესახებ კანონის მიღებას. შემდეგ ისევ USAID-სა და მსოფლიო ბანკის დახმარებით ჩატარდა ტენდერი და შეირჩა კომპანია, რომელმაც მოახერხა თელასის პრივატიზაცია. მისი პრივატიზაციის შემდეგ ASM-მა შეძლო მთელი თბილისის გამრიცხველიანება”, - აცხადებს საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი პაატა ცინცაძე.
მისივე თქმით, დედაქალაქის გამრიცხველიანებამ მოხმარება 2.5 მილიარდი კვტ.სთ-დან 1.7 მილიარდ კვტ/სთ-მდე შეამცირა. ამას გარდა, გამრიცხველიანების შემდეგ სამი წლის განმავლობაში USAID ყველაზე გაჭირვებულ მოქალაქეებს დენის გადასახადს უხდიდა, როგორც ცინცაძე ამბობს, ამაზე დაახლოებით 8 მლნ დოლარი დაიხარჯა.
ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი გვეუბნება, რომ USAID-ის დახმარების ჩანაცვლება შეუძლებელი იქნება. ამას გარდა, მარგველაშვილი ამბობს, რომ 90-იანი წლების გაჭვირვებიდან გამოსვლაში USAID-ის წვლილი უდიდესია.
“ჩანაცვლება საერთოდ კონცეპტუალურად არასწორია. ჩვენ თუ რამე საშუალება და რესურსი გვაქვს ისედაც უნდა გამოვიყენოთ. ეს თუ მოგვაკლდა ამას ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს. ამიტომ თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ რაღაცით ჩავანაცვლებთ. ეს არის ფინანსური ზარალი; სოციალური ზარალი, ხალხის დასაქმების; განვითარების ზარალი; ცოდნა და ა.შ. შეიძლება სათანადოდ არ გვქონდა გაცნობიერებული, მაგრამ ეს დონორული დახმარება USAID-ის იქნება ევროპული; გერმანული თუ სხვა იყო ჩვენი განვითარების ერთ-ერთი უდიდესი საყრდენი”, - ამბობს მარგველაშვილი.
საერთაშორისო განვითარების სააგენტო ძლიერი სოფლის განვითარების პროგრამის მეშვეობით სოფლის მეურნეობის სექტორსაც ეხმარებოდა.
თხილის გადამმუშავებელი და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქარდავა ამბობს, რომ USAID USAID თხილის სექტორის მთავარი დამფინანსებელი იყო. მეტიც ქვეყანას ფაროსანასთან ბრძოლაშიც დაეხმარა, რომელიც ბოლო წლებში თხილის მეთხილეობის დარგისთვის სექტორისთვის ყველაზე დიდი პრობლემა იყო გამოდგა.
"ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მახსენდება არის ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამა, რაც 2016 წელს სახელმწიფოსა და USAID-ის ერთობლივი ჩართულობით დაიწყო. USAID-ის დახმარებით ფაქტობრივად სახელმწიფომ და სექტორმა მოახერხა საერთოდ გადარჩა [სექტორი]. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო თხილის საშრობის ცენტრების მშენებლობა, რომელიც სახელმწიფოსთან ერთობლივი თანადაფინანსებით შეიქმნა. საკმაოდ რთული იქნება [ჩანაცვლება]. იმედი მაქვს, რომ პროექტები გაგრძელდება", - ამბობს ქარდავა.
USAID ასევე ეხმარებოდა ქვეყანას სტრუქტურული რეფორმების მიმართულებით. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი თამარ სულუხია გვეუბნება ამბობს, რომ მათი კვლევითი ინსტიტუტი USAID-თან ისინი სააგენტოსთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობდნენ ეს იქნებოდა კაპიტალის ბაზრის რეფორმის მონიტორინგი; ტურიზმის რეფორმა, ასევე აკეთებდნენ რეგულირების გავლენის ანალიზსს სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებაზე. თანამშრომლობდა სხვადასხვა მიმართულებით მათ შორის იყო რეგულირების გავლენის ანაზში RIA. ასევე კაპიტალის ბაზრის რეფორმის მონიტორინგს ახორციელდებნენ, ტურიზმის რეფორმა; გადახდის უუნარობის რეფორმა, ანუ ის რეფორმები, რომელსაც სახელწმფო ახორციელებს და მას მონიტორინგი სჭირდება.
“90-იან წლებში როცა USAID ჩამოყალიბდა საქართველოში ჰუმანიტარულ დახმარებას ეწეოდა, რომელიც კრიტიკული იყო ქვეყნისთვის. 90-იანი წლების მეორე ნახევარში გადავიდა უკვე გავითარების პროგრამების განხორციელებაზე. დაიწყო ისეთ რეფორმებში დახმარება ქვეყნის მთავრობის და არასამთავრობო სექტორის როგორიც არის საგადასახადო რეფორმა, საბუღალტრო რეფორმა; კაპიტალის ბაზრების ბაზრების რეფორმა; ფოთის პორტის განვითარების პერსპექტივებზე ზრუნვა. ასე რომ USAID-ი ჩვენს ქვეყანას 90-იანი წლებიდანვე ედგა მხარში”, - აცხადებს სულუხია.




























