მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თავს ვალდებულად ვთვლით, დავაფიქსიროთ მკაფიო პოზიცია ძალადობის წინააღმდეგ" - Kirke ceramics

კირკე

კერამიკის სახელოსნო "კირკე" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მოქალაქეების მიმართ ძალადობას გმობენ და აცხადებენ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპის ნაწილი.

"ჩვენო გულშემატკივრებო, ალბათ გიკვირთ რატომ არ არის ჩვეული წინასაახალწლო განწყობა და რატომ არ არის აჭრელებული ჩვენი გვერდი, პოზიტიური პოსტებით.

ჩვენ, კომპანია “კირკე”, ვგმობთ ყველანაირ ძალადობას თითოეული მოქალაქის მიმართ და თავს ვალდებულად ვთვლით, დავაფიქსიროთ მკაფიო პოზიცია ძალადობის წინააღმდეგ.ეს ის დროა, როდესაც ყველანი უნდა გავერთიანდეთ ერთი აზრის გარშემო. საქართველო აუცილებლად იქნება ევროპის ნაწილი", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები